პროგრამა და რეგისტრაცია
ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA), სამედიცინო კორპორაცია ევექსთან პარტნიორობით მართავს ჯანდაცვის მეექსვსე საერთაშორისო კონფერენციას 2019 წლის 18 და 19 მაისსქ. თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria -ში.
კონფერენცია მიზანად ისახავს ქართველი და ევროპელი ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მედიცინის განვითარების ხელშესაწყობად.
კონფერენციას დაესწრებიან 900-ზე მეტი მონაწილე საქართველოდან.
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის ფარგლებში გაიმართება რამოდენიმე სესია და ძირითადი თემები იქნება:
- ინფექციური სნეულებები
- ტრავმატოლოგია - ორთოპედია
- ნევროლოგიის სიახლენი მსოფლიოში და საქართველოში
- ფარისებური ჯირკვლის სიმსივნეთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- პოსტდიპლომური არჩევანი: გამოწვევები და შესაძლებლობები
- კარდიოვასკულარული ქირურგიის დღევანდელი გამოწვევები
- გამოწვევები თანამედროვე პათოლოგიაში
- კუჭისა და კოლორექტული სიმსივნეების მკურნალობის ასპექტები
პროგრამა და რეგისტრაცია