მწვავე სისხლძრგვოვანი განყოფილება იქმნება ქუთაისის კლინიკურ საავამდყოფოში.
2013 წელს, თბილისში ჩატარებული კლინიკური კონფერენციის დროს ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიის განყოფილების გამგემ, ქალბატონმა თამარ ჯანელიძემ თხოვნით მოგვმართა დავხმარბოდით ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე სისხლძარგვობანი განყოფილების შექმნაში, განსკუთრებით კი ე.წ. ლიზირების თერაპიის დანერგვაში.
მოგეხსენებათ, სისტემური ლიზირება, ანუ ვენაში რეკომბინირებული თრომბოპლასტინის შეყვანა, მწვავე ინსულტის საუკეთესო მკურნალობას წარმოადგენს და ამიტომ მსოფლიოს ყველა განვითარებულ გვეყნებში სწორედ ეს მკურნალობა განიხილება როგორც ინსულტის მკურნალობის სტანდარტი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლიზირების დანერგვა საქართველოში შესაძლებელიც არის და აუცილებელიც.
ქალბატონმა თამარმა ჯერ სტაჟირება გაიარა გერმანიის ქალაქ უნას ევანგელური საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ზაზა ქაცარავა.
ოქტომბერში კი ზაზა ქაცარავა ეწვია ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოს, სადაც მან წაიკითხა ლექცია, გასინჯა ავადმყოფები, შემუშავდა ქუთაისში მწვავე ინსულტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ალგორითმი, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტს მაგრამ ადაპტირუბულია და მორგებულია ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს პირობებს.
იქვე შედგა მოლაპარაკება საავადმყოფოს დირექტორთან ბატონ ჯანო ვაშაძესთან, შემდგომ თბილისში, "ჩემი ოჯახის კლინიკის" ქსელის კლინიკურ დირექტორთან ბატონ ვანო ბოკერიასთან.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2014 წლის იანვრიდან ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინსულტის მკურნალობა სისტემური ლიზირებით უმკურნალებენ. ეს იქნება პირველი პრეცენდენტი საქართველოში და ჩვენი საერთო დიდი გამარჯვება.