სემინარი ისტამბულში 17-19 დეკემბერი 2013
GIMPHA-ს პრეზიდენტი ბ-ნ ბაიდოშვილი მიწვეული იყო საერთაშორისო სემინარზე "ჯანმრთელი მომავლისათვის 2013" რათა გაეზიარებინა ცოდნა და ევროპული გამოცდილება გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკაში (საშვილოსნოს ყელის ციტოლოგია და ჰისტოლოგია).
2013 წლის 17-19 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი თანადგომა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ დაფინანსებული პროექტის "ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ხარისხის სრჯ მომსახურებაზე და ინფორმაციაზე" ფარგლებში იყო საერთაშორისო სემინარი "ჯანმრთელი მომავლისათვის 2013" ორგანიზატორი. სემინარი ჩატარდა სტამბულში, თურქეთში.
გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში, პროექტის განმახორციელებელ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი თანადგომა"-სთან ერთად აგრძელებს წლების განმავლობაში გამოყენებულ სტრატეგიას, მისი მიზნია რეპროდუქციული ასაკის ქალთა მოკვდავობის და ავადობის შემცირება და რეპროდუქციული