Skip to main content

GIMPHA-ს მეხუთე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია, 2018 წლის 19-20 მაისი, თბილისი, Radisson Blu Iveria

ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA), « სამედიცინო კორპორაცია ევექსთან » პარტნიორობით მართავს ჯანდაცვის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას 2018 წლის 19 და 20 მაისს ქ. თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria -ში.

კონფერენცია მიზანად ისახავს ქართველი და ევროპელი ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარების ხელშესაწყობად.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის ფარგლებში გაიმართება რამოდენიმე სესია და ძირითადი თემები იქნება : ონკოლოგიური გინეკოლოგია, თავის და კისრის ონკოლოგია, ნერვკუნთოვანი დაავადებები, ინფექციური დაავადებები, პერსპექტივები და შესაძლებლობები სამედიცინო კარიერაში - რეზიდენტურა და სხვა საფეხურები, ონკოლოგიურ უროლოგია, სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობა და ტრამვატოლოგია.

 Registration

  • Pathology
  • Gampha
  • Evex
  • Moh
  • Davit
  • Ministry of foreign affairs of Georgia
  • International Union of Medical Experts