საინტერესო შემთხვევა ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში
მეგობრებო, კოლეგებო, ნაცნობებო და უცნობებო,
მინდა ქუთაისის და გიმფას სახელით ერთი ძალიან სასიხარულო ამბავი გაცნობოთ. გუშინ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გაკეთდა სისტემური ლიზირება თავის ტვინის იშემიური ინსულტის სამკურნალოდ. ავადმყოფი კარგად არის, მისი ავადმყოფობის ისტორიას ექიმებისთვის შემდგომ გთავაზობთ.
ეს პირველი წარმატებული შემთხვევა იმას ნიშნავს რომ საქართველოში, ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში ამუშავდა თავის ტვინის იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომელიც მსოფლიო სტანდარტს შეესაბამება.
ეს ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს დიდი წარმატებაა (დირექტორი ბატონი ჯანო ვაშაძე), პირველ რიგში კი ნევროლოგიის განყოფილების გამგის ქალბატონი თამარ ჯენელიძის.
თამარ ჯანელიძე და მე უკვე ერთი წელია ვამზადებთ ამ პროექტს, და ძალიან მიხარია რომ ეს პროექტი შედგა, პირველი ავადმყოფი საგრძნობლად უკეთ არის და მუშაობა ამ მიმართულბით გაგრძელდება.
ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ყველა ექიმს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას.
ზაზა ქაცარავა,
გიმფას ვიცე პრეზიდენტი,
გერმანიის ქალაქ უნას ნევროლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, და ესენის უნივერსიტეტის პროფესორი.
ავადმყოფის ისტორია
კატასტროფის სამსახურის მიერ წყალტუბოს საავადმყოფოდან 20/03/2014 წელს 15:15 წუთზე კლინაკაში მოყვანილი იქნა 59 წლის მამაკაცი, რომელსაც 13:00 სთ-ზე აღენიშნა მარცხენა კიდურებში მოძრაობის შეზღუდვა და ცნობიერების დაბინდვა, შემოსვლისას აღენიშნებოდა სოპოროზული მდგომარეობა, მზერის დამბლა მარცხნივ, სახის ასიმეტრია, დისრთრია, მარცხენა კიდურების დამბლა 2/5ქულა (ღრმა ჰემიპარეზი), NIHSS - 17 ქულა.
ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, PTT, INR, განისაზღვრა გლუკოზა სისხლში, თავის ტვინის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ინფარქტის უბანი არ აჩვენა.
16 :00 სთ-ზე დაიწყო სისტემური თრომბოლიზისური თერაპია ალტეპლაზას მეშვეობით.
ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, ადეკვატური, აღენიშნება მსუბუქი ნევროლოგიური დეფიციტი, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი ზედა კიდურში 4/5 ქულა.
ჩატარდა განმეორებითი CT კვლევა, სადაც ვლინდება ლაკუნარული ინფარქტის უბანი, მარჯვნივ ბაზალური ბირთვების მიდამოში.
ავადმყოფს ჩაუტარდა თავის ტვინის ექსტრა და ინტრაკრანიალური არტერიების დოპლეროგრაფია - ვლინდება მარჯვნივ ღრმა საძილე არტერიის სანათურში ლოკალური ათერომატოზული კვანძი 30%მდე სტენოზირებით. კვლევა გრძელდება, შემდეგ დღეებში რეაბილიტაცია დაიწყება.
March 20, 2014 the first patient with ischemic stroke was successfully treated with systemic rTPA in the Kutaisi Clinical Hospital.
Here the patient's history.
59 years old male developed about 13.00 left sided hemiparesis. He was transported to the Hospital in Zkhaltubo and then rapidly transferred to the Stroke Unit in Kutaisi, where he arrived at 15.15. Neurological examination revealed dysarthria, facial asymmetry and severe left sided hemiparesis 2/5, NIHSS = 17. CT (without CT angiography, which is not available) did not show marked ischemic lesion. 16.00 rTPA was started according to the international protocol. Patient improved. CT control next day displayed a right-sided ischemic lesion in the basal ganglia. Clinically patients is doing well, he suffers a slight left sided hemiparesis 4/5.