• Ananuri-Castle

    Ananuri-Castle

  • Ananuri

    Ananuri

  • Mtskheta

    Mtskheta

  • Tbilisi

    Tbilisi

On 9 November 2013 annual meeting of GIMPHA to be held in Paris

პატივცემულო კოლეგებო,

მინდა ყველა ასოციაციის წევრს მოგილოცოთ ნაყოფიერი და წარმატებული შეკრება პარიზში. დარწმუნებული ვარ რომ თითოეული თქვენთაგანი იმ შეგრძნებით დაბრუნდა სახლში რომ ჩვენ ერთად ბევრის გაკეთება შეგვიძლია საქართველოსათვის.

ყველას სახელით მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ჩვენს მასპინძლებს (მაია ჩიკვილაძე და ეკა ჩაკვეტაძე), რომლებმაც ბრწყინვალე ორგანიზება გაუწიეს ყველაფერს.

შეგვიძლია უკვე სიამაყით ვთქვათ რომ დაფუძნებიდან ერთ წელიწადში ჩვენი ასოციაცია შედგა. ჩვენს მიმართ დიდი ინტერესია როგორც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისაგან, ასევე სამედიცინო ორგანიზაციებისაგან, საავადმყოფოებისაგან და ჩვენი ქართველი კოლეგებისაგან. ჩვენი სტუმრების რაოდენობა და მრავალფეროვნებაც ამაზე მეტყველებს.

ჩვენს შეკრებაზე გაჟღერებული პროექტები და გეგმები იმედისმომცემი და რეალისტურია. რა თქმა უნდა ბევრი შრომა და დრო გვჭირდება და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სასურველ შედეგებს.

ბორდის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით თითოეულ თქვენთაგანს მადლობას ჩამოსვლისათვის და აქტიურობისათვის. ჩვენ ყველა ამას ვაკეთებთ ჩვენი დროის, ენერგიის და სხვა პირადი საშუალებების ფასად, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი საქართველოსათვის.

პატივისცემით,

ალექსი ბაიდოშვილი, ასოციაციის პრეზიდენტი

ICM

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

25

26

27

Procope 1

Procope 2

Procope 3

28

29

30

31

32

33

34

35

36

37

38

39