• Ananuri-Castle

    Ananuri-Castle

  • Ananuri

    Ananuri

  • Mtskheta

    Mtskheta

  • Tbilisi

    Tbilisi

პათოლოგიის ცენტრის პროექტი

პათოლოგიის ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე საუბარი, ჯერ კიდევ იდეის დონეზე 2006 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოში სტუმრად მყოფმა ჰოლანდიელმა კოლეგებმა სამედიცინო ცენტრებში არსებული მდგომარეობა დაათვალიერეს და შეაფასეს. მნიშვნელობიდან გამომდინარე პროექტით დაინტერესდა და მხარი დაუჭირა ჯანდაცვის სამინისტრომ. შედგა მოლაპარაკება და გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უნდა განხორციელებულიყო სამი ექიმი პათოლოგის და სამი ტექნიკური სპეციალისტის პროფესიული გადამზადება ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში. აღნიშნული პროექტის განათლების კომპონენტში უკვე ჩაიდო მილიონობით ევრო. ევროპელი კოლეგების დახმარებით და უშუალო მონაწილეობით, პრაქტიკულად ყოველწლიურად ეწყობა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ქართველი პათოლოგებისათვის. 2012 წელს დაიწყო პათოლოგიის ცენტრის მშენებლობა. GIMPHA აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროექტში და მიზნად ისახავს პროექტის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობას.

პროექტის კოორდინატორი ალექსი ბაიდოშვილი, კლინიკური პათოლოგი, ჰოლანდია.

Alexi Baidoshvili