პროექტი ოჯახის ექიმებისთვის “მედიკომი“
პროექტი „მედიკომი“ ორიენტირებულია და მუშაობს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გასაძლიერებლად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციასთან მჭირდრო კავშირის დამყარება, სამუშაო ჯგუფის შექმნა და არსებული პრობელმების განხილვა, ანალიზი და სისტემის გამართვა. პროექტი, მიზნად ისახავს ოჯახის ექიმის, როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელის როლის და ფუნქციის გაფართოვებას და ჩართვა საერთაშორისო პროექტებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპელი კოლეგების ჩართულობის უზრუნველყოფა და ყოველწლიურად საგანმანათლებლო სემინარების ჩატარება ქართველი ოჯახის ექიმებისთვის, როგორც საქართველოში ასევე სტაჟირების ორგანიზება საზღვარგარეთ. პროექტი აქტიურად ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ასევე შესაბამის პროფესიულ ასოციაციებთან და მომიჯნავე სპეციალობებთან. პროექტი ხელს შეუწყობს პროტოკოლების და გაიდლაინების შემუშავებას და შემდგომ იმპლემენტაციას. პროექტი, ასევე მჭიდროდ ითანადმშრომლებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან.
ნინო ბაკაშვილი – ოჯახის ექიმი, ჰოლანდია